
არომატული, უგემრიელესი დესერტია. მარტივად და სწრაფად მზადდება. დამზადების დრო: 40 წთ. ულუფა: 3.
ინგრედიენტები:
- რძე 1ჭ;
- წყალი 0,5ჭ;
- მარილი მწიკვი;
- შაქარი 3ს/კ;
- კვერცხი 2ც;
- კარაქი 50გრ;
- ფქვილი 150გრ (+2ს/კ კრემში);
- ვანილი 1/3 ჩ/კ;
მომზადების წესი:
ქვაბში ჩავასხათ წყალი, მარილი და კარაქი დავამატოთ და დაბალ ცეცხლზე დავდგათ. როცა კარაქი გადნება, ფქვილი დავამატოთ. კარგად ავურიოთ. შემდეგ სათითაოდ ჩავახალოთ კვერცხი, ავურიოთ, თითო ს/კ ცომი დავდოთ საცხობ ფორმაზე და შევდგათ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-30 წთ. კრემი. მომცრო ქვაბში ჩავასხათ რძე, დავამატოთ შაქარი, ვანილი, ფქვილი და დაბალ ცეცხლზე დავდგათ, ვურიოთ, როცა გასქელდება, გადმოვდგათ და გავაცივოთ. ცივი პროფიტროლები გვერდზე ჩავჭრათ და კრემით ამოვავსოთ. პროფიტროლი ვანილის კრემით მზადაა! გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება