ქამა სოკო ღორის ხორცთან ერთად

ძალიან გემრიელი, წვნიანი, ნოყიერი მეორე კერძია. კარგად ეხამება ბოსტნეულის გარნირს. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ღორის ხორცი  600გრ;
  • ქამა სოკო 400გრ;
  • მაგარი სახეობის ყველი  200გრ;
  • არაჟანი  3ს/კ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • ოხრახუში  1კონა;
  • ხახვი  1თ;
  • ზეთი  3ს/კ;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ სოკო, დავჭრათ. ხახვი გავარციოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ და სოკოსთან ერთად ზეთში მოვხრაკოთ. გავრეცხოთ ხორცი, საშუალო ზომის ნაჭრებად დავჭრათ და ზეთწასმულ საცხობ ფორმაზე დავალაგოთ.  ხორც დავაყაროთ მარილი და პილპილი. მოხრაკულ სოკოს დავასხათ არაჟანი, დავაყაროთ გარეცხილი, დაკეპილი ოხრახუსი და ავურიოთ. ეს მასა მოვაყაროთ ხორცის ნაჭრებს, ზემოდან კი გახეხილი ყველი დავაყაროთ. გადავაფაროთ ფოლგა და შევდგათ 180 გრადუსზე 40 წთ. გადმოღებამდე 5-10 წუთით ადრე მოვაცილოთ ფოლგა და ისევ შევაბრუნოთ. ქამა სოკო ღორის ხორცთან ერთად მზადაა! გემრიელად მიირთვით. თუ მოგეწონათ, დაგვიკომენტარეთ.

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო