ქამა სოკოს “სალიანკა”

ნოყიერი, არომატული და გემრიელი კერძია. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ქამა სოკო  100გრ (კონსერვი);
  • კომბოსტო  400გრ (ცოცხალი და დამარინადებული);
  • ხახვი  1თ;
  • სტაფილო  1ც;
  • მჟავე კიტრი  1-2ც;
  • ტომატი  3ს/კ;
  • ზეთისხილი  გემოვნებით;
  • დაფნის ფოთოლი  1-2ც;
  • მარილი, პილპილი, შაქარი, ზეთი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

ტაფაში ჩავასხათ ზეთი და გავაცხელოთ. გარჩეულ-გარეცხილი ხახვი და სტაფილო წვრილად დავჭრათ და ზეთში მოვხრაკოთ. დავამატოთ ტომატი, შაქარი და მარილი. აკურატულად მოვურიოთ და 2 წთ გადმოვდგათ ცეცხლიდან. მეორე ტაფაში ცოტა ზეთი გავაცხელოთ, დავამატოთ დაჭრილი კომბოსტო (ორივე სახეობის), მჟავე კიტრი წვრილად დავჭრათ და კომბოსტოს დავამატოთ. დავასხათ წყალი და 15-20 წთ ვშუშოთ. ცალკე მოვათავსოთ სოკო, ზეთისხილი, დაფნის ფოთოლი, დავამატოთ სტაფილო და ხახვი, კომბოსტო და დავასხათ წყალი. მოვაყაროთ მარილი, პილპილი, ავადუღოთ და 10 წთ ვადუღოთ. ქამა სოკოს “სალიანკა” სუფრაზე გატანის წინ  მწვანილით მოვრთოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო