ქამა სოკოს სამარხვო სალათი

ქამა სოკოს სამარხვო სალათი არომატული, ნოყიერი, საუცხოო გემოს კერძია. უხდება გაზაფხულს! დამზადების დრო: 25 წთ. ულუფა: 1-2.

ინგრედიენტები:

  • ქამა სოკო  250გრ;
  • სტაფილო  1-2ც ;
  • ნიახური  1-2 ღერი;
  • ზეთი  2ს/კ;
  • მარილი, შავი დაფქული პილპილი  გემვნებით;
  • მწვანილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. სოკო თხელ ფირფიტებად დავჭრათ და 1 ს/კ ზეთში მოვხრაკოთ დაახლ, 4-5 წთ, გავაცივოთ. გადავიტანოთ ჯამში, დავამატოთ დაჭრილი ნიახური, მრგვლად დაჭრილი მოხარშული სტაფილო, წვრილად დაჭრილი მწვანილი, დავასხათ დარჩენილი ზეთი, დავაყაროთ მარილი, პილპილი და ამოვურიოთ. გემრიელად მიირთვით!

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო