ქარიყლაპიას კოტლეტები

ქარიყლაპიას კოტლეტები ნაზი, რბილი და გემრიელი გამოდის. თან სასარგებლოა. დამზადების დრო: 45 წთ.

ინგრედიენტები:

  • ქარიყლაპიას ფილე  600გრ;
  • ხახვი  1თ;
  • კარტოფილი  2ც;
  • კვერცხი  1ც;
  • ნიორი  1-2კბილი;
  • საფანელი  2-3ს/კ;
  • ზეთი  შესაწვავად;
  • მარილი და პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. მარილწყალში მოვხარშოთ კარტოფილი, გადავწუროთ. თევზს მოვაცილოთ ხერხემალი, დავჭრათ ხახვი და სტაფილო. ხახვი მოვშუშოთ ზეთში. თევზის ფილე, ხახვი, კარტოფილი და ნიორი გავატაროთ ხორცსაკეპში. დავამატოთ კვერცხი, მარილი, პილპილი და კარგად შევურიოთ ერთმანეთს. სველი ხელით გავაკეთოთ კოტლეტები, ამოვავლოთ საფანელში და შევწვათ ზეთში, ორივე მხრიდან. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო