ქაშაყი მდოგვის სოუსით

ქაშაყი მდოგვის სოუსით ძალიან დახვეწილი და პიკანტური გემოთი გამოირჩევა. გემრიელი წასახემსებელია, გარნირთან ერთად ვახშმის კარგი იდეაა. დამზადების დრო: 2-3 დღე.

ინგრედიენტები:

  • ქაშაყის ფილე  6ც (ნაკლებმარილიანი);
  • მდოგვი  150გრ;
  • შაქარი  50გრ;
  • ძმარი  3ს/კ;
  • ზეითუნის ზეთი  50მლ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი;

გავრეცხოთ ფილე და ქაღალდის ხელსახოცით გავამშრალოთ. მაღალ ჭიქაში ჩავყაროთ შაქარი, მწიკვი მარილი და პილპილი. დავამატოთ ძმარი და მდოგვი. წვეთობით ვამატოთ ზეთი და დავაბლენდეროთ ხელის ბლენდერით. მასა უნდა გახდეს ერთგვაროვანი. ფილე დავჭრათ, დავასხათ მდოგვის სოუსი, დავაფაროთ, ან ცელოფანი შემოვახვიოთ მჭიდროდ და დავაყოვნოთ 2-3 დღე. პერიოდულად აკურატულად ამოვურიოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო