
ქაშაყი ყველის სოუსში მარტივად მოსამზადებელი უგემრიელესი წასახემსებელია. საზეიმო სუფრასაც მოუხდება. დამზადების დრო: 30 წთ.
ინგრედიენტები:
- ქაშაყი 1ც(ნაკლებმარილიანი);
- ხახვი 0,5თ;
- მაიონეზი 2,5ს/კ;
- ტომატის სოუსი 1ს/კ;
- ნიორი 1კბილი;
- მაგარი ყველი 40გრ;
- ზეთი 1ს/კ;
- მწვანე ხახვი გემოვნებით;
მომზადების წესი:
ჯამში ჩავდოთ არაჟანი, მაიონეზი, ჩავასხათ ტომატის სოუსი, წვრილად გახეხილი ყველი დავამატოთ, დაჭყლეტილი ნიორიც და ავურიოთ. ქაშაყი დავამუშავოთ, ფილეს ნაჭრები დავაწყოთ, ზემოდან ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი დავაყაროთ და ზეთი დავასხათ.ხახვზე თანაბრად გადავანაწილოთ ყველის სოუსი. მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი (სურვილისამებრ). გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება