ქათამი კომბოსტოთი და ბრინჯით

ნოყიერი კერძია. მარტივად მზადდება. ბრინჯი და კომბოსტო გარნირადაც მოიაზრება ამ შემთხვევაში და ქათმის ხორცს კარგ გემოს ანიჭებს. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • ბრინჯი  2ჭ;
  • ქათმის ფილე  300გრ;
  • ხახვი  2თ;
  • სტაფილო  2ც;
  • კომბოსტო  1/2თ;
  • ნიორი  1კბილი;
  • ზეთი  გემოვნებით;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

დავჭრათ ფილე, დავაწყოთ ზეთიან ღრმა ტაფაში და შევბრაწოთ. დავამატოთ წვრილად დაჭრილი 1თ ხახვი, გახეხილი 1ც ტაფილო და ერთად მოვხრაკოთ. გავრეცხოთ ბრინჯი, ჩავყაროთ ტაფაში, დავასხათ წყალი, მარილი დავაყაროთ და მოვხარშოთ. ცალკე მოვშუშოთ კომბოსტო, დარჩენილი ხახვი და სტაფილო. შემდეგ ეს მასა დავამატოთ ბრინჯიან მასას, 5 წთ კიდევ ვშუშოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან. ქათამი კომბოსტოთი და რინჯით პილპილითაც შევაზავოთ, გემოვნებით. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო