ქათამი მდოგვში

მდოგვი ქათამს არაჩვეულებრივ არომატს სძენს, უფრო გამოკვეთს ხორცის საგემოვნო თვისებებს და ვიზუალურად მიმზიდველს ხდის: კანი ოქროსფრად უბზინავს. დამზადების დრო: 3 სთ.

ინგრედიენტები:

  • ქათამი  2კგ;
  • თაფლი  2ს/კ;
  • მდოგვი  4ს/კ;
  • ზეთი  3ს/კ;
  • მარილი  1,5ჩ/კ;
  • პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ და შევაშროთ ქათამი. წავუსვათ 1ს/კ ზეთი,  მარილი და პილპილი შიგნიდან და გარედან. დარჩენილი ზეთი, მდოგვი და თაფლი შევურიოთ, კარგად წავუსვათ მთლიან ქათამს და დავაყოვნოთ 2 სთ. ღუმელი 200გრადუსზე გავახუროთ, საცხობზე ფოლგა დავაფაროთ, დავდოთ ზედ ქათამი, შევდგათ ღუმელში 1 სთ. დროდადრო დავასხათ გამოყოფილი წვენი. მზა ქათამი 10 წთ შევახვიოთ ფოლგაში. ქათამი მდოგვში მზადაა დასაგემოვნებლად! გემრიელად მიირთვით! გაგვიზიარეთ კომენტარებში აზრი ამ რეცეპტის შესახებ.

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო