ქათმის ბარკალი ბადრიჯნის ნავში

ქათმის ბარკალი ბადრიჯნის ნავში არომატული და ნოყიერი კერძია. მარტივადაც მზადდება. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ბადრიჯანი  1ც;
  • ქათმის ბარკალი  2ც;
  • ხახვი  1თ;
  • სტაფილო  1ც;
  • ნიორი  1კბილი;
  • არაჟანი  2ს/კ;
  • ფრანგული მდოგვი  1ჩ/კ;
  • მარილი, შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით;
  • ზეთი  1-2ს/კ;
  • პროვანსული სუნელები  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ბადრიჯანი და ბარკლები, გავარჩიოთ ხახვი, სტაფილო გავხეხოთ და ორივე გავრეცხოთ. არაჟანს შევურიოთ მდოგვი, დავამატოთ სუნელები მარილი, პილპილი და ბარკლები ჩავაწყოთ მასში. ბადრიჯანი შუაზე გავჭრათ სიგრძეზე. ამოვაჭრათ რბილობი, ნავის ფორმა მივცეთ, მარილი დავაყაროთ. რბილობი კუბიკებად დავჭრათ, ასევე დავჭრათ ხახვი და სტაფილო და ზეთში მოვხრაკოთ. ბადრიჯნის ნავები პერგამენტდაფენილ საცხობზე დავაწყოთ, წავუსვათ არაჟანი, დავაწყოთ მოხრაკული ბოსტნეული. ზემოდან დავაწყოთ ბარკლები, შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 30-35 წთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო