ქათმის ბარკლები ბოსტნეულით

ქათმის ბარკლები ბოსტნეულით გემრიელი და ნოყიერი სადილის შესანიშნავი ვარიანტია. მარტივადაც მზადდება. დამზადების დრო: 1 სთ 20 წთ. ულუფა: 4-6.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ბარკლები  600-800გრ;
  • კომბოსტო  600გრ;
  • ხახვი  1თ;
  • სტაფილო  1ც;
  • ბულგარული წიწაკა  1ც (ფერი სურვილისამებრ);
  • ნიორი  1-2კბილი;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

ქათმის ბარკლებს მარილი და პილპილი წავუსვათ, სურვილისამებრ, სხვა სანელებლებიც შეიძლება. კომბოსტო წვრილად დავკეპოთ, სტაფილო გავხეხოთ, ხახვი ალყა-ალყა დავჭრათ, ბულგარული – წვრილ ღერებად, ნიორი –  წვრილად. დაჭრილი ბოსტნეული შესაწვავ პაკეტში ჩავდოთ და მარილი დავამატოთ, თავი შევუკრათ და ხელით შევანჯღრიოთ , რომ მარილი თანაბრად გადანაწილდეს. პაკეტი შესაწვავ ფორმაში ჩავდოთ, თავი მოვხსნათ, ბოსტნეულზე ბარკლები დავაწყოთ და  ძაფით შევუკრათ  თავი, ზემოდან რამოდენიმე ადგილას ჩავჩხვლიტოთ ჩანგლით.  შევდგათ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 50-60 წთ. კერძის მზაობამდე 7-10 წთ ადრე პაკეტი ფრთხილად გავჭრათ და შევაბრუნოთ ღუმელში, რომ ბარკლები დაიბრაწოს. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო