ქათმის ბარკლები ბრინჯითა და მწვანე ბარდით

ამ რეცეპტით სწრაფად და მარტივად მოამზადებთ უგემრიელეს ვახშამს და მთელს ოჯახს დაანაყრებთ. დამზადების დრო: 50 წთ. ულუფა: 4.

ინგრედიენტები:

  • ზეთი  1ს/კ;
  • ქათმის ბარკლები  4ც;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • ნიორი  2კბილი;
  • კურკუმა  1ჩ/კ (ჯანჯაფილი);
  • დაფქული ბეგქონდარა  0,5ჩ/კ;
  • დარიჩინი  მწიკვი;
  • ბრინჯი  “ჟასმინი”   1,5ჭ;
  • გაყინული მწვანე ბარდა  1,5ჭ;
  • ბულიონი  2,5ჭ;
  • ოხრახუში, ზეთი   გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ბარკლები, მთლიანად  მოვაყაროთ მარილი და პილპილი. შევწვათ ზეთში. გადმოვიღოთ და იმავე ტაფაში გადავიტანოთ დაჭყლეტილი ნიორი, ჯანჯაფილი, ბეგქონდარა, დარიჩინი და მოვურიოთ, 30-60 წმ. დავასხათ ქათმის ბულიონი, დავამატოთ ბრინჯი და ბარდა. ამოვურიოთ, ზემოდან ბარკლები დავაწყოთ და საშუალო ცეცხლზე წამოვადუღოთ. დავაფაროთ თავზე და  დაბალ ცეცხლზე მოვშუშოთ 25 წთ. გამოვრთოთ ცეცხლი და 10 წთ დავაყოვნოთ. ქათმის ბარკლები ბრინჯითა და მწვანე ბარდით დაჭრილი ოხრახუშით მოვრთოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო