ქათმის ბარკლები ლიმონით

ეს კერძი ღუმელში მზადდება. ქათმის ბარკლები ლიმონით გარნირთან ერთად საუცხოო სადილი იქნება. დამზადების დრო: 2 სთ. ულუფა: 6.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ბარკლები  1,5-1,8 გრ;
  • ლიმონის ცედრა  4ჩ/კ;
  • ლიმონის წვენი  80მლ;
  • ნიორი  2კბილი;
  • ბეგქონდარა  2ღერი;
  • როზმარინი  1-2 ტოტი;
  • მარილი  1ჩ/კ;
  • შავი დაფქული პილპილი  1ჩ/კ;
  • ლიმონი  0,5-1ც;
  • კარაქი  2ს/კ;

მომზადების წესი:

მარინადი: ლიმონის წვენი, ცედრა, დანაყილი ბეგქონდარა და როზმარინი, მარილი, დაჭრილი ნიორი და პილპილი ერთად მოვათავსოთ ჯამში, ავურიოთ. წავუსვათ ქათმის ბარკლებს და მაცივარში შევინახოთ 1-2 სთ. შემდეგ დავაწყოთ თუნუქის საცხობ ფორმაში და შევდგათ ღუმელში 210 გრადუსზე 35-45 წთ. 20 წთ შემდეგ დავამატოთ დარჩენილი მარინადი და ისევ შევდგათ ღუმელში. მზა კერძი ლიმონის ნაჭრებთან ერთად გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო