ქათმის ბარკლები ფორთოხლის სოუსში

ქათმის ბარკლები ფორთოხლის სოუსში გამოდის ოდნავ ცხარე, მოტკბო გემოსი. ციტრუსი განსაკუთრებულად უხდება ხორცს. დამზადების დრო: 30 წთ. ულუფა: 4.

ინგრედიენტები:

  • ფორთოხალი  1ც;
  • სოიოს სოუსი  3ს/კ;
  • ყავისფერი შაქარი  1,5 ს/კ;
  • ბრინჯის ძმარი  0,5ს/კ;
  • კოჭა  10 გრ;
  • ნიორი   1კბილი;
  • წითელი პილპილი  მწიკვი;
  • სიმინდის სახამებელი  2,5ს/კ;
  • ქათმის ბარკლები  600გრ (უძვლო);
  • კვერცხი 1ც;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • ზეთი  2ს/კ;
  • ბრინჯი  4ჭ;
  • მწვანე ხახვი  2 ღერი;

მომზადების წესი:

გავწუროთ ფორთოხლის წვენი, გამოვა 1/2ჭ. გავხეხოთ ცედრა. გავხეხოთ კოჭა, დავჭყლიტოთ ნიორი. ქვაბში ჩავასხათ ფორთოხლის წვენი, დავამატოთ 1ჩ/კ ცედრა, კოჭა, ბრინჯის ძმარი, წითელი პილპილი, ყავისფერი შაქარი, სოიოს სოუსი, 1/2 ს/კ სიმინდის სახამებელი. დავდგათ ცეცხლზე და ადუღებამდე მივიყვანოთ. ვადუღოთ საშუალო ცეცხლზე, 3-5 წთ. სოუსი უნდა გასქელდეს. ბარკლებს მოვაცილოთ ძვლები, კანი და პატარა ნაჭრებად დავჭრათ. ჯამში ავთქვიფოთ კვერცხი, დავამატოთ 2ს/კ სიმინდის სახამებელი, მარილი, პილპილი და ავთქვიფოთ. ამ მასაში ჩავდოთ ხორცის ნაჭრები. შევწვათ ზეთში, ორივე მხრიდან 3-3 წთ. გამოვრთოთ ცეცხლი და მოვასხათ სოუსი, დაჭრილი მწვანე ხახვი დავაყაროთ.  ეს კერძი წინასწარ მოხარშულ ბრინჯთან ერთად გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო