ქათმის დაკეპილი კოტლეტები

კოტლეტების მომზადება მრავალნაირად შეიძლება. ვცადოთ დაკეპილი ხორცით. უგემრიელესი გამოდის. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე  700გრ;
  • ხახვი  1თ;
  • კვერცხი  1ც;
  • ფქვილი  2ს/კ;
  • კამა  გემოვნებით;
  • მარილი, პილპილი, ზეთი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავარჩიოთ და გავრეცხოთ ხახვი, კამა. გავრეცხოთ და დავჭრათ ფილე. დანის პირით დავკეპოთ თითოეული ნაჭერი ორივე მხრიდან. შემდეგ დავამატოთ კვერცხი, წვრილად დაჭრილი ხახვი, კამა, მარილი, პილპილი, ფქვილი და გადავურიოთ. გავაცხელოთ ზეთი, დავაწყოთ კოტლეტები, ჯერ მაღალ ცეცხლზე შევწვათ, შემდეგ საშუალოზე დავუწიოთ, თითოეული კოტლეტი ჩანგლით დავჩხვლიტოთ ერთი-ორ ადგილას, დავაფაროთ ტაფას თავზე და 10-15 წთ შევწვათ კიდევ. ქათმის დაკეპილი კოტლეტებ მზადაა დასაგემოვნებლად. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო