ქათმის დაკეპილი შნიცელი ყველით

ამ რეცეპტით გაიგებთ, როგორ მოამზადოთ სწრაფად და მარტივად ქათმის დაკეპილი შნიცელი ყველით.  გამოდის ნაზი, რბილი, სუფრიდან მომენტალურად ქრება! დამზადების დრო: 25 წთ.

ინგრედიენტები:

  • ქათმის მკერდი  1ც;
  • მაგარი სახეობის ყველი  150გრ;
  • კვერცხი  1ც;
  • ფქვილი  3ს/კ;
  • ზეთი  გემვნებით;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავხეხოთ ყველი. გავრეცხოთ ხორცი და წვილად დავკეპოთ. შევურიოთ ყველი, დავამატოთ კვერცხი, ფქვილი, მარილი, პილპილი, კარგად გადავურიოთ. ტაფაში გავაცხელოთ ზეთი, დავდოთ შნიცელები და ორივე მხრიდან 3-5 წთ შევწვათ. სუფრაზე ცხელი გავიტანოთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო