
ქათმის ღვეზელი ფენოვანი ცომით გამოდის გემრიელი ხრაშუნა კანით და არაჩვეულებრივი გულსართით. სწრაფად და მარტივად მზდდება. დამზადების დრო: 30 წთ. ულუფა: 12.
ინგრედიენტები:
- ფენოვანი ცომი 500გრ;
- კვერცხი 1ც;
- ქათმის ფილე 450გრ;
- ხახვი 1თ;
- პომიდორი 1ც;
- ჯანჯაფილი (კურკუმა) 1/4ჩ/კ;
- დაფქული ქინძი 2ჩ/კ;
- ზეთი 1ს/კ;
- მარილი, პილპილი გემოვნებით;
მომზადების წესი:
გავაბრტყელოთ ცომი, დავჭრათ კვადრატებად. წვრილად დავჭრათ ფილე, ხახვი, პომიდორი, დავამატოთ ჯანჯაფილი, მარილი, ქინძი, პილპილი, დავასხათ ზეთი და ავურიოთ. გავაკეთოთ პატარა ბურთულები, გავაბრტყელოთ და ცომის თითოეულ კვადრატზე დავდოთ. გადმოვკეცოთ, ცომის კიდეები შევკრათ. საცხობ ფორმაში ჩავაფინოთ პერგამენტი და დავაწყოთ ღვეზელები, წავუსვათ ათქვეფილი კვერცხი, შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წთ. გემრიელად მიირთვით!
ჯანჯაფილი არის ginger/ჯინჯერი, და ასევე კოჭადაც მოიხსენიებენ ქართულ სამზარეულოში. კურკუმა ან ტურმერიკი სხვა რამეა. ამ რეცეპტში სავარაუდოდ კურკუმა იხმარება.