ქათმის ღვიძლი ფრანგულად

სოკოსთან ერთად მომზადებული ქათმის ღვიძლი ფრანგული სამზარეულოს ტრადიციული კერძია. გამოდის ნაზი, არომატული და დახვეწილი, არაჩვეულებრივი გემოსი. დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 5.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ღვიძლი  500გრ;
  • ხახვი  1თ;
  • ქამა სოკო  200გრ ;
  • ფქვილი  3ჩ/კ;
  • თეთრი მშრალი ღვინო  100მლ;
  • შაქარი  1ჩ/კ;
  • ოხრახუში  10გრ;
  • კარაქი  30გრ;
  • ზეითუნის ზეთი  40მლ;
  • წითელი დაფქული პილპილი  2ჩ/კ;
  • პომიდორი  2ც;
  • მარილი  1ჩ/კ;
  • ნიორი  1კბილი;

მომზადების წესი:

კარაქში მოვშუშოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი. ზეთში მოვხრაკოთ თხლად დაჭრილი სოკო. ფქვილი და პილპილი შევურიოთ, ქათმის ღვიძლი ამოვავლოთ ამ ნარევში და ზეთში შევწვათ. 7-10 წთ საკმარისია, თორემ გამაგრდება. ღვიძლს დავუმატოთ ხახვი და სოკო. ასევე კანგაცლილი, წვრილად დაჭრილი პომიდორი, შაქარი და ღვინო. ვშუშოთ 10 წთ. ბოლოს დავამატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ოხრახუში და მარილი. ქათმის ღვიძლი ფრანგულად მზადაა! გემრიელად მიირთვით!

2 კომენტარები

  1. ორი ჩაის კოვზი წითელი წიწაკა ძალიან ბევრი ხომ არ არის?

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო