
ქათმის ღვიძლით ფარშირებული კვერცხი გემრიელი, სადღესაწაულო, ორიგინალური კერძია. ფურშეტების დროსაც აქტუალურია. დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 6.
ინგრედიენტები:
- კვერცხი 6ც (+1ც ამოსავლებად);
- ხახვი 2თ;
- ქათმის ღვიძლი 150გრ;
- არაჟანი 50გრ;
- საფანელი 100გრ;
- ფქვილი 1ს/კ;
- ზეთი, მარილი, პილპილი, სხვა სუნელი, მწვანილი გემოვნებით;
მომზადების წესი:
წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში. დავამატოთ ღვიძლი, შევწვათ საშუალო ცეცხლზე. დავამატოთ მარილი, პილპილი, ავურიოთ. მოვხარშოთ კვერცხი, გავარჩიოთ, შუაზე გავჭრათ, გული ამოვაცალოთ. ჯამში გადავიტანოთ ტაფის მასა, დავამატოთ კვერცხის გული, არაჟანი და დავაბლენდეროთ, ეს მასა შევდგათ მაცივარში. მოვამზადოთ ცალკ-ცალკე ფქვილი, საფანელი და 1ც ათქვეფილი კვერცხი. კვერცხის შუაზე გაჭრილი ცილები ჯერ ათქვეფილ კვერცხში ამოვავლოთ, შემდეგ ფქვილში, შემდეგ ისევ კვერცხში და ბოლოს საფანელში, შევწვათ ზეთში. გადმოვაწყოთ ლანგარზე, გავაცივოთ. ქათმის ღვიძლის მასა გადავიტანოთ საკონდიტრო ტომსიკაში და ცილები შევავსოთ ამ პაშტეტით. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება