ქათმის კაპრიზი

ამ რეცეპტით სწრაფად და მარტივად მზადდება უგემრიელესი ფილე. კერძი “ქათმის კაპრიზი” წვნიანი და ნაზი  გამოდის. დამზადების დრო: 50 წთ.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე  250გრ;
  • მაგარი სახეობის ყველი  70გრ;
  • პომიდორი  1ც;
  • ისპანახი  3-5ღერი;
  • ზეთი  1ს/კ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ფილე, შევამშრალოთ. პომიდორი და ისპანახიც გავრეცხოთ. ფილე ჩავჭრათ 1-1,5 სმ-ზე მთელს სიგრძეზე თანაბარი დაშორებებით. თითოელ ჩაჭრილ ადგილში ჩავდოთ ყველის ნაჭერი, პომიდორი და ისპანახი. ჩავდოთ ზეთწასმულ ფორმაში, ზემოდანაც ოდნავ ზეთი დავასხათ და შევდგათ 180 გრადუსზე 30-40 წთ.  გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო