ქათმის კოტლეტები არაჟნით

ნოყიერი, მარტივად მოსამზადებელი კერძია. ქათმის კოტლეტები არაჟნით გამოდის ნაზი, წვნიანი. გემრიელი ვახშმის კარგი იდეაა. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ფარში  500გრ;
  • სტაფილო  1ც;
  • ხახვი 1თ;
  • ნიორი  1კბილი;
  • საფანელი  10გრ;
  • არაჟანი  150გრ;
  • წყალი  50მლ;
  • ზეთი  3ს/კ;
  • წითელი პილპილი, მარილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავფხიკოთ სტაფილო, გავრეცხოთ გავხეხოთ და ფარშს დავამატოთ. გავარჩიოთ ხახვი, ნიორი, გავრეცხოთ, წვრილად დავჭრათ და დავუმატოთ ფარშს. ასევე საფანელი, 100გრ არაჟანი, მარილი, პილპილი და გადავურიოთ. ტაფაში გავაცხელოთ ზეთი, დავაწყოთ კოტლეტები და ორივე მხრიდან შევბრაწოთ, მაღალ ცეცხლზე. შემდეგ გადავიტანოთ შესაწვავ ფორმაში, წავუსვათ დარჩენილი არაჟანი და შევდგათ ღუმელში 200 გრადუსზე, შევწვათ 25 წთ. სუფრაზე გავიტანოთ სასურველ გარნირთან ერთად. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო