ქათმის კოტლეტები სოკოთი

უგემრიელესი, არომატული, საუცხოო კოტლეტებია. ავსვებსაც და დიდებსაც ერთნაირად მოსწონთ. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე  700-800გრ;
  • ქამა სოკო  200გრ;
  • არაჟანი   4ს/კ;
  • მანის ბურღული  4ს/კ;
  • კვერცხი  2ც;
  • ხახვი  1თ;
  • ნიორი  2კბილი;
  • ოხრახუში  გემოვნებით;
  • ზეთი  100მლ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავარჩიოთ დაგავრეცხოთ ხახვი, წვრილად დავჭრათ, გავრეცხოთ სოკო და წვრილად დავჭრათ. ტაფაში ზეთი გავაცხელოთ, ჯერვ ხახვი მოვხრაკოთ, შემდეგ დავამატოთ სოკო და 2- 3 წთ ვხრაკოთ. გარეცხილი ფილე პატარა ნაჭრებად დავჭრათ, დავამატოთ ტაფის მასა და კარგად გადავურიოთ. დავამატოთ კვერცხი, არაჯანი, მანის ბურღული და ავურიოთ. ბოლოს დავამატოთ გარჩეული, გარეცხილი, დაჭყლეტილი ნიორი და წვრილად დაკეპილი ოხრაუში. შევანელოთ არილით და პილპილით, გადავურიოთ. ტააში გავცხელოთ ზეთი, დავდოთ თითო ს/კ ფარში და შევწვათ ორივე მხრიდან. ქათმის კოლეტები სოკოთი ქაღალდის ხელსახოცებზე დავაწყოთ, რომ ზედმეტი ცხიმი შეიშროს და გადავიტანოთ ლანგარზე. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო