ქათმის კუჭები ბრინჯთან ერთად

ნოყიერი, არომატული და გემრიელი გამოდის. ქათმის კუჭები ბრინჯთან ერთად მარტივად მზადდება. ვახშმის კარგი იდეაა. დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 3-4.

ინგრედიენტები:

  • ქათმის კუჭები  600გრ;
  • ბრინჯი  250გრ;
  • ტომატი 40გრ;
  • წყალი  100მლ;
  • ხახვი  1-2თ;
  • ნიორი  5კბილი;
  • კარაქი  2-4ს/კ;
  • პილპილი  მწიკვი;
  • მარილი, ზეთი  გემოვნებით;
  • მომზადების წესი:
  • მოვამზადოთ ინგრედიენტები. დავჭრათ კუჭები და დავდგათ მოსახარშად. როცა წყალი ადუღდება, დავამატოთ მარილი, პილპილი და 40 წთ ვხარშოთ. ზეთში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავამატოთ ტომატი და წვრილად დაკეპილი ნიორი. ამოვურიოთ, 2-3 წთ ვშუშოთ. დავამატოთ მოხარშული კუჭები, მარილი და პილპილი დავამატოთ, დავასხათ წყალი, ამოვურიოთ და 40-50 წთ ვშუშოთ. კარაქში ოდნავ მოვხალოთ ბრინჯი. დავამატოთ კუჭების ნახარში, შევდგათ 180 გრადუსზე ღუმელში 30 წთ. გადმოვიღოთ და მოშუშული კუჭები დავამატოთ, ამოვურიოთ.  გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო