
სწრაფად და მარტივად მზადდება. ქათმის მობრაწულა პომიდვრით ნაზი, ნოყიერი და გემრიელი გამოდის. დამზადების დრო: 40 წთ. ულუფა: 4.
ინგრედიენტები:
- ქათმის ფილე 500გრ;
- კარტოფილი 4ც;
- პომიდორი 2ც;
- ყველი 100გრ;
- ნაღები 80მლ;
- მარილი 1ჩ/კ;
- ზეთი 1ს/კ;
- დაფქული ნიორი 0,5ჩ/კ;
მომზადების წესი:
მოვამზადოთ ინგრედიენტები. კარტოფილი მრგვლად დავჭრათ და ზეთწასმულ შესაწვავ ფორმაში ჩავაწყოთ.ზემოდან დავაწყოთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი ქათმის ფილე, მოვაყაროთ მარილი და დაფქული ნიორი. მრგვლად დაჭრილი პომიდორი დავაწყოთ ქათმის ხორცს. დავასხათ ნაღები და გახეხილი ყველი მოვაყაროთ. შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და 30 წთ შევწვათ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება