ქათმის მსუბუქი სალათი

ქათმის ფილეთი უამრავი სალათი მზადდება. გაეცანით ამ მარტივ რეცეპტსაც და მოამზადეთ კიდევ ერთი უგემრიელესი სალათი, არ ინანებთ! დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე  800გრ;
  • ზეთი  2ს/კ;
  • ბაგეტი  0,5ც;
  • ცუკინი  2ც;
  • პომიდორი ჩერი  200გრ;
  • ოხრახუში, ბაზილიკი, ორეგანო  თითო კონა;
  • საკმაზი:
  • ღვინის ძმარი  2ს/კ;
  • ზეთი  60მლ;
  • გახეხილი პარმეზანი  20გრ;
  • ხახვი  1თ;
  • ბეგქონდარა  2ჩ/კ;
  • მდოგვი  2ჩ/კ;
  • ლიმონის ცედრა  1ც;

მომზადების წესი:

საკმაზის ყველა ინგრედიენტი შევურიოთ და ავთქვიფოთ. გავათბოთ ტაფა, დავასხათ  ზეთი და დაჭრილი ფილე შევბრაწოთ. დავჭრათ ბაგეტი, ზეთი მოვასხუროთ და ტაფაში ოდნავ შევბრაწოთ. შემწვარი ფილე დავაწყოთ ლანგარზე, დავასხათ საკმაზის ნახევარი, დავაწყოთ დაჭრილი ცუკინები, პომიდორი, მწვანილი, ბაგეტი. დავასხათ დარჩენილი საკმაზი. აკურატულად ამოვურიოთ. ქათმის მსუბუქი სალათი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო