ქათმის ფილე ბრინჯით

ქათმის ფილე ბრინჯით სწრაფად და მარტივად მზადდება. არის ნოყიერი, გემრიელი. მსუბუქია, ამიტომ კარგი ვარიანტი იქნება ვახშმისათვის. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

ქათმის ფილე  1ც;

  • ბრინჯი  1/2ჭ;
  • ხახვი  1თ;
  • სტაფილო  1ც;
  • ზეთი  2ს/კ;
  • მარილი და პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. წვრილად დავჭრათ ხახვი და სტაფილო და ზეთში მოვხრაკოთ. დავჭრათ ფილე და ტაფაში ჩავამატოთ, 5 წთ ვხრაკოთ, თან ვურიოთ, დავაყაროთ ბრინჯი, დავასხათ 1ჭ ცხელი წყალი, მარილი და პილპილი დავაყაროთ, ტაფას სახურავი დავაფაროთ და დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ 20 წთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო