ქათმის ფილე ლიმონით სოკოს სოუსში

კერძი გამოდის არომატული, წვნიანი და ნაზი. ქათმის ფილე ლიმონით სოკოს სოუსში ადვილად მზადდება. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე  400გრ;
  • ლიმონი  1ც;
  • ზეითუნის ზეთი  2ს/კ;
  • კარაქი  30გრ;
  • ქამა სოკო  200გრ;
  • ფქვილი  2ს/კ;
  • ბულიონი  120მლ;
  • ოხრახუში  1/2კონა;
  • მარილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ფილე,  გავჭრათ განივად, ჩავწყოთ ზეთწასმულ ფორმაში, დავაყაროთ მარილი და ნახევარი ლიმონის წვენი მოვასხათ. მეორე ნახევარი დავჭრათ და ფილეზე დავაწყოთ. შევდგათ ღუმელში 170 გრადუსზე 40 წთ. სოკოს სოუსი: გავრეცხოთ სოკო და დავჭრათ. ტაფაში ჩავდოთ კარაქი, დავამატოთ სოკო და მოვხრაკოთ 5-7 წთ, დავამატოთ ფქვილი. ამოვურიოთ. დავასხათ ბულიონი (წყალიც შეიძლება), დავაყაროთ მარილი და ვშუშოთ მანამ, სანამ სოუსი არ გასქელდება. ბოლოს დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში. ამოვურიოთ, 1წთ ვშუშოთ და გადმოვდგათ. შემწვარი ფილე გადავიტანოთ განიერ თეფშზე, მოვასხათ სოკოს სოუსი და გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო