ქათმის ფილე “ციტრუსების გაზაფხული”

განსხვავებული, ლიმონის საოცარი არომატითა და გემოთი გაჯერებული ფილეს კერძია. სწრაფადაც მზადდება. დამზადების დრო: 40 წთ.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე  800გრ;
  • ლიმონი  2ც;
  • ზეითუნის ზეთი  3 ს/კ;
  • კოჭას ძირი  1ც (1სმ);
  • ძირა  1ჩ/კ;
  • ხმელი ოხრახუში  1ჩ/კ;
  • მარილი, შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით;
  • თხელი თაფლი  2ს/კ;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ფილე, ლიმონი. გავწმინდოთ და დავაქუცმაცოთ კოჭა. ფილე შევაშროთ და მარილის და პილპილის ნარევი წავუსვათ. გავაცხელოთ ზეთი, დავამატოთ კოჭა და ძირა. დავდოთ ფილე და ორივე მხრიდან შევბრაწოთ. დავაწყოთ მრგვლად დაჭრილი ლიმონი. შევდგათ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25 წთ. გადმოღებამდე 5 წთ ადრე დავასხათ თაფლი. ქათმის ფილე “ციტრუსების გაზაფხული” სუფრაზე ბოსტნეულის სალათთან ერთად გავიტანოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო