ქათმის ფილეს პიცა

ამ რეცეპტით გაეცნობით დაბეგვილი ქათმის ფილეს მომზადებას პიცის სტილში. გამოდის ნოყიერი, გემრიელი, სწრაფად და მარტივად მზადდება. სცადეთ! დამზადების დრო: 20 წთ. ულუფა: 1.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე  1ც;
  • კვერცხი  1ც;
  • ფქვილი  100გრ;
  • წითელი დაფქული პილპილი  1ჩ/კ;
  • შავი დაფქული პილპილი  0,5ჩ/კ;
  • მარილი  1ჩ/კ;
  • დაფქული ნიორი  0,5ჩ/კ;
  • პროვანსული სუნელები  1ჩ/კ;
  • საფანელი  100გრ (გრანულებში);
  • კეტჩუპი ან ტომატის სოუსი  1-2ს/კ;
  • პომიდორი  0,5ც;
  • ქამა სოკო  1-2ც;
  • მაგარი ყველი  30-40გრ;
  • მწვანილი, ზეთი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ფილე, შევაშროთ, დავაფაროთ ცელოფანი და დავბეგვოთ. ფქვილს დავუმატოთ მარილი, დაფქული ნიორი, ორივე სახის პილპილი, პროვანსული სუნელები და ავურიოთ. მეორე ჯამში ავთქვიფოთ კვერცხი. ფილე ჯერ ფქვილიან მასაში ამოვავლოთ, შემდეგ კვერცხში, ბოლოს საფანელში და შევწვათ ზეთში. შემწვარი ფილე ჩავდოთ შესაწვავ ფორმაში, წავუსვათ სოუსი ან კეტჩუპი, ზემოდან დავაწყოთ დაჭრილი სოკო და პომიდორი, დავაყაროთ დაჭრილი მწვანილი, გახეხილი ყველი და შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წთ. ქათმის ფილეს პიცა მზადაა! გემრიელად მიირთვით!

1 კომენტარები

  1. ძალიან მომწონს თქვენი რეცეპტები, დღეს ვეცდები გაბაკეთო ფილეს პიცა.

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო