ქათმის ფლავი უზბეკურად

ქათმის ფლავი უზბეკურად გემრიელი და არომატული გამოდის, თან ფანტიაა. სადილზე, ვახშამზე კარგი ვარიანტია. ნოყიერია და ამასთანავე, დაბალკალორიული. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე  500გრ;
  • ბრინჯი  500გრ;
  • ხახვი  300გრ;
  • სტაფილო  500გრ;
  • ნიორი  2თ;
  • სუნელები ფლავისათვის  1ჩ/კ;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. ქათმის ფილე პატარა ნაჭრებად დავჭრათ, ხახვი წვრილად. გავაცხელოთ ტაფაში ზეთი, დავაყაროთ ხახვი, მოვხრაკოთ, დავამატოთ ფილე და ერთად შევბრაწოთ. დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ 30 წთ. გავხეხოთ სტაფილო, დავამატოთ ტაფის მასას, 20 წთ ვშუშოთ. კარგად გავრეცხოთ ბრინჯი, დავამატოთ სანელებლები და ჩავყაროთ ტაფაში. გავრეცხოთ ნივრის თავები და დავაწყოთ ზემოდან, დავასხათ ადუღებული წყალი, დავაფაროთ სახურავი და ჩაის ტილო, ვშუშოთ 30 წთ, შემდეგ ამოვურიოთ და ისევ 30 წთ ვშუშოთ. მზა ფლავს ამოვურიოთ, ცოტა ხანს დავაყოვნოთ. გემრიელად მიირთვით!

1 კომენტარები

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო