
ქათმის ფრთები ბიუჯეტური პროდუქტია, რომლისგანაც მრავალნაირი გემრიელი კერძი მზადდება. ერთ-ერთი ასეთია ქათმის ფრთები ბრინჯით. თან ნოყიერია. დამზადების დრო: 1 სთ 15 წთ. ულუფა: 4.
ინგრედიენტები:
- ქათმის ფრთები 900გრ;
- ბრინჯი 350გრ;
- ხახვი 1თ;
- ზეთი 50მლ;
- წყალი 2ჭ;
- მარილი, პილპილი გემოვნებით;
მომზადების წესი:
დავჭრათ ხახვი და ზეთში მოვხრაკოთ. დავამატოთ ქათმის ფრთები, დავაყაროთ მარილი, პილპილი და 10 წთ შევბრაწოთ. გარეცხილი ბრინჯი 30 წთ ჩავალბოთ ცხელ წყალში. შემდეგ გადავწუროთ და საცხობ ფორმაში გადავიტანოთ. ზემოდან ქათმის ფრთები დავაწყოთ. ტაფაში დარჩენილი ზეთი დავასხათ, ცხელი წყალიც დავამატოთ. თუ საჭიროა, მარილი და პილპილი დავამატოთ, შევდგათ 180 გრადუსზე 40 წთ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება