ქათმის პიკატა კაპერსების სოუსში

ქათმის პიკატა კაპერსების სოუსში არომატული და უგემრიელესი კერძია. სწრაფად მზადდება. კარგი იდეაა სადილზე ან ვახშამზე. დამზადების დრო: 30 წთ. ულუფა: 2-3.

ინგრედიენტები:

  • ქათმის მკერდი  250გრ;
  • ფქვილი  3ს/კ;
  • მარილი, წითელი დაფწული პილპილი  გემოვნებით;
  • ზეითუნის ზეთი  2ს/კ;
  • კაპერსები  1ს/კ (კონსერვი);
  • თეთრი ღვინო  1/2ს/კ;
  • ლიმონი  1ც;
  • წყალი  1/4ჭ;
  • კარაქი  50გრ;
  • ოხრახუში  1/2კონა;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. მკერდის ნაჭრები განივად გავჭრათ, საკვების ცელოფანი გადავაფაროთ და აკურატულად დავბეგვოთ. მოვაცილოთ ცელოფანი და მარილი და პილპილი მოვაყაროთ. ამოვავლოთ ფქვილში და ზეთში შევწვათ. სოუსი: ტაფაში გავადნოთ კარაქი, დავამატოთ  ქაღალდის ხელსახოცით შემშრალებული კაპერსები, რამოდენიმე წთ ვშუშოთ, შემდეგ დავასხათ ღვინო, ლიმონის წვენი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში. როცა სოუსი წამოდუღდება, წყალი დავამატოთ. როცა ეს მასა ადუღდება, ქათმის ფილე ჩავაწყოთ. დავაფაროთ თავზე და 5 წთ ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო