ქათმის როლები ავოკადოთი

ქათმის როლები ავოკადოთი გემრიელი, ნოყიერი, მარტივად მოსამზადებელი წასახემსებელია. სოიოს სოუსთან ერთად არაჩვეულებრივია! დამზადების დრო: 50 წთ. ულუფა: 2-3.

ინგრედიენტები:

  • ავოკადო  1/2ც;
  • მოხარშული ქათმის ხორცი  100გრ (ფილე, ბარკალი);
  • ბრინჯი  100გრ;
  • ცხელი წყალი  250მლ;
  • ბრინჯის ძმარი  1ს/კ;
  • შაქარი  1/2ჩ/კ;
  • მარილი  2მწიკვი;
  • ნაღების ყველი  70გრ;
  • ნორი  1ც;

მომზადების წესი:

მოვხარშოთ ქათმის ხორცი. გარეცხილი ბრინჯი სქელძირიან ქვაბში ჩავყაროთ და ცხელი წყალი დავასხათ, მარილი დავაყაროთ და 15-20 წთ ვხარშოთ (ადუღებიდან), შემდეგ ბრინჯის ძმარში შაქარი გავხსნათ და დავასხათ ბრინჯს. ავურიოთ და გავაცივოთ. ნორის ფირფიტაზე თანაბრად გავშალოთ ბრინჯი, წავუსვათ ნაღების ყველი, შუაში დავდოთ გათლილი ავოკადოს ნაჭრები, დავაწყოთ დაჭრილი ქათმის ხორცი (ფილე ან ბარკალი), მჭიდროდ გადავახვიოთ რულეტისებურად. ბასრი დანით ჯერ შუაზე გავჭრათ, შემდეგ ორივე ნაწილი კიდევ შუაზე. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო