ქათმის სალათი “ბელგიური”

ქათმის ფილეთი მომზადებული ყველა სალათი უგემრიელესია. ხილთან და ბოსტნეულთან ერთად კი ეგზოტიკურიც გამოდის. სცადეთ ქათმის სალათი “ბელგიური” და თავად დარწმუნდებით ამაში. დამზადების დრო: 30 წთ. ულუფა: 3.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე  200გრ;
  • ყველი  80გრ;
  • ქამა სოკო  250გრ;
  • წითელი ბულგარული წიწაკა  1ც;
  • ვაშლი  1ც;
  • ფორთოხალი  1ც;
  • იოგურტი  4ს/კ;
  • მდოგვი  1ჩ/კ;
  • თაფლი  2ჩ/კ;
  • ლიმონის წვენი  1ჩ/კ;
  • ზეთი  1ჩ/კ;
  • მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. ფილე მოვხარშოთ, გავაცივოთ და პატარა კუბიკებად დავჭრათ. ჯამში გადავიტანოთ. სოკო დავჭრათ და ზეთში მოვხრაკოთ, გავაცივოთ, ფილეს დავამატოთ. შემდეგ დავამატოთ გათლილი და დაჭრილი ვაშლი, გრძლად დაჭრილი ბულგარული, კუბიკებად დაჭრილი ყველი, ასევე დაჭრილი ფორთოხალი. საკმაზი: იოგურტს დავამატოთ მდოგვი, თაფლი, ლიმონის წვენი და ავურიოთ. მოვასხათ ეს საკმაზი სალათს და ამოვურიოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო