
ქათმის სალათი ბროწეულით მსუბუქი, უგემრიელესი, კაშკაშა კერძია. განსაკუთრებულ სუფრასაც დაამშვენებს! დამზადების დრო: 30 წთ.
ინგრედიენტები:
- ქათმის ფილე 1ც;
- ბროწეული 1ც;
- ნიგოზი 50გრ;
- მწვანე ხახვი გემოვნებით;
- ბერძნული იოგურტი 120გრ;
- მდოგვი 1ჩ/კ;
- თაფლი 2ჩ/კ;
- მარილი, პილპილი, სალათის ფოთლები გემოვნებით;
მომზადების წესი:
ფილე მოვხარშოთ მარილწყალში, გავაცივოთ. გამოვარჩიოთ ბროწეულის მარცვლები. საკმაზი: ჯამში ჩავასხათ იოგურტი, მდოგვი, თაფლი. დავამატოთ მარილი, პილპილი და კარგად ავურიოთ. ფილე წვრილად დავჭრათ, მწვანე ხახვიც ასევე. ნიგოზი დავღერღოთ. საკმაზიან ჯამში ჩავაწყოთ ეს ინგრედიენტები, დავამატოთ ბროწეულის მარცვლები და ამოვურიოთ. სალათის ფოთლები დავაფინოთ განიერ ლანგარზე და დავდოთ სალათი, მოვრთოთ ბროწეულის მარცვლებით. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება