
მარტივი, სწრაფად მოსამზადებელი, გემრიელი და ნოყიერი სალათია. დამზადების დრო: 30 წთ. ულუფა: 1-2. ინგრედიენტები:
- ქათმის ფილე 200გრ;
- წითელი ბულგარული წიწაკა 1ც;
- ხახვი 1/2თ;
- ძმარი 1ს/კ;
- ზეთი 2ს/კ;
- მარილი, პილპილი გემოვნებით;
მომზადების წესი:
ფილე მოვხარშოთ მარილწყალში, გავაცივოთ. დავჭრათ პატარა კუბიკებად, დავამატოთ ღერებად დაჭრილი ბულგარული, ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი. ზეთი გავაცხელოთ, დავამატოთ ძმარი, მარილი, პილპილი და ცხელივე მოვასხათ სალათს, ამოვურიოთ, შევდგათ მაცივარში რამოდენიმე სთ. ქათმის სალათი მაიონეზის გარეშე მოვრთოთ მწვანილით. გემრიელად მიირთვით!
გემრიელი იქნება
საუკთესო რეცეპტები გაქვთ! მომეწონა ძალიან. გმადლობთ!