
ამ სალათს ნიგოზი განსაკუთრებულ, საუცხოო გემოს აძლევს. ნოყიერია, გემრიელია, მარტივად მზადდება. სადილის მეორე კერძის შესანიშნავი იდეაა. დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 3-4.
ინგრედიენტები:
- ქათმის ფილე 2-3ც;
- ქამა სოკო 300გრ;
- მაგარი ყველი 100გრ;
- ნიგოზი 100გრ;
- პომიდორი ჩერი 200გრ;
- მაიონეზი გემოვნებით;
- ხახვი 1თ;
- ზეთი 1-2ს/კ;
- მარილი,კამა გემოვნებით;
მომზადების წესი:
მოვხარშოთ ფილე, გავაცივოთ და წვრილად დავჭრათ. თხელ ნაჭრებად დავჭრათ სოკო და წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად მოვხრაკოთ ზეთში. გავაცივოთ და ფილეს დავუმატოთ. მარილი მოვაყაროთ, მაიონეზი მოვასხათ და ავურიოთ. ეს მასა გადავიტანოთ სასალათე ლანგარზე დადებულ მრგვალ რგოლში, ზემოდან დავაყაროთ გატარებული ნიგოზი, მოვხსნათ რგოლი, სალათს ზემოდან და გვერდებზე დავაყაროთ გახეხილი ყველი, დაჭრილი კამა, გარშემო პომიდორი შემოვაწყოთ. ქათმის სალათი სოკოთი და ნიგვზით მზადაა! გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება