ქათმის სალათი სოკოთი “შემოდგომა”

ქათმის ხორცი და სოკო ძალიან უხდება ერთმანეთს და საუცხოო გემოს ქმნის. რამოდენიმე ინგრედიენტის დამატებით კი მშვენიერი სალათი გამოდის. მალეც მზადდება. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • მოხარშული ქათმის ფილე  300გრ;
  • დამარინადებული სოკო    300გრ;
  • მოხარშული კვერცი  4ც;
  • მოხარშული კარტოფილი  2ც;
  • მწვანე ბარდა  1ქილა;
  • სტაფილო  2ც;
  • ხახვი  1-2თ;
  • მწვანილი  1კონა;
  • ზეთი  2-4ს/კ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ყველა ინგრედიენტი. ხახვი წვრილად დავჭრათ, სტაფილო გავხეხოთ და ორივე ერთად მოვხრაკოთ ზეთში. 5-7 წთ ვხრაკოთ. მოხარშული ინგრედიენტები პატარა კუბიკებად დავჭრათ. ასევე დავჭრათ სოკოც. მწვანილი წვრილად დავკეპოთ. ყველაფერი ერთად გადავურიოთ, დავამატოთ ტაფის მასა, ბარდა, დავასხათ ზეთი, დავაყაროთ მარილი, პილპილი და ამოვურიოთ. ქათმის სალათი სოკოთი “შემოდგომა” მზადაა დასაგემოვნებლად. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო