ქათმის სუფლე სოკოთი

გაიმრავალფეროვნეთ კვების რაციონი და სცადეთ ეს რეცეპტი. ქათმის სუფლე სოკოთი არის ნოყიერი, მსუბუქიც, გემრიელი და არომატული. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ქამა სოკო  500გრ;
  • ფენოვანი ცომი  250გრ;
  • ხახვი  1თ;
  • ქათმის ფილე  400გრ;
  • ნაღების ყველი  200გრ;
  • კვერცხი  1ც;
  • ფქვილი  2ს/კ;
  • მწვანილი, მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ყველა პროდუტი. მოვხარშოთ ფილე. დავაბლენდეროთ. ხახვი და სოკო წვრილად დავჭრათ და  ერთად მოვხრაკოთ ზეთში. შემდეგ ჯამში ჩავდოთ დაკეპილი მწვანილი, კვერცხი, ფქვილი, ფილე, სოკოს ნახევარი, ყველი და შევურიოთ. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ფარში ორ ნაწილად გავყოთ. ერთი დავდოთ ფორმაში და გავაბრტყელოთ, ზემოდან დავაყაროთ სოკოს დარჩენილი ნაწილი, გადავაფაროთ ფარშის მეორე ნაწილი. თავში და ბოლოში პატარა მილაკები ჩავდოთ, რომ ორთქლი გამოუვიდეს მომზადებისას. შევდგათ 180 გრადუსზე ღუმელში და გამოვაცხოთ მანამ, სანამ ზედაპირი არ დაებრაწება ოქროსფრად. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო