ქათმის სუპი ბროკოლით

ქათმის სუპი ბროკოლით ნოყიერი, მსუბუქი, გემრიელი და ნაზი კერძია. კარგი იდეაა სადილის ცხელი კერძისათვის. დამზადების დრო: 1 სთ 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ხორცი  450გრ;
  • კარტოფილი  2ც;
  • ბროკოლი  150გრ;
  • ხახვი  1თ;
  • ზეითუნის ზეთი  3ს/კ;
  • წითელი ბულგარული წიწაკა  1ც;
  • სტაფილო 1ც;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • მწვანე ხახვი  1კონა;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ქათმის ხორცი და დავდგათ მოსახარშად. დავუმატოთ მარილი, ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე 40 წთ. შემდეგ დავამატოთ გარეცხილი ბრინჯი. 15 წთ შემდეგ დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, 10 წთ ვადუღოთ. ბროკოლი ყვავილედებად დავშალოთ, ბულგარული კუბიკებად დავჭრათ. წვრილად დაჭრილი ხახვი მოვხრაკოთ ზეთში, დავამატოთ წვრილად დაჭრილი სტაფილო და საშუალო ცეცხლზე მოვშუშოთ. შემდეგ ჩავამატოთ ქვაბში, ვადუღოთ 5 წთ. დავამატოთ ბროკოლი და ბულგარული და ვადუღოთ 10 წთ. დავაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, გამოვრთოთ ცეცხლი და 10 წთ დავაყოვნოთ სუპი. გემრიელად მიირთვით!

1 კომენტარები

  1. ვაკეთებ ოღონდ ბულგარულის გარეშე. სოფლის ქათამს თუ იშოვით, ამაზე კარგ წვნიანს ვერ გასინჯავთ

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო