ქათმის სუპი წითელი ოსპით

ინდური სამზარეულოს ცნობილი სანელებელი კარი განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს ამ კერძს. ქათმის სუპი წითელი ოსპით ძალიან არომატული და გემრიელი გამოდის. თან ნოყიერია. დამზადების დრო: 45 წთ.

ინგრედიენტები:

  • სტაფილო  3ც;
  • ხახვი  1თ;
  • ტკბილი ვაშლი  1ც;
  • ნიახურის ძირი  1ც;
  • ზეთი  2ს/კ;
  • კარი  1ს/კ ( ინდური სანელებელი. ძირითადი შემადგენელი ნაწილია კურკუმა. კარის უამრავი რეცეპტი არსებობს, სხვადასხვა ინგრედიენტების შემცველობა შეიძლება იყოს 7-დან 24-მდე);
  • ლაიმის წვენი  1,5ს/კ;
  • ქათმის ბულიონი  1,5ლ
  • ქოქოსის რძე  240მლ;
  • წითელი ოსპი  200გრ;
  • ქინძი  2ღერი;
  • დაფქული კოჭა  1/4ჩ/კ;
  • მარილი  გემოვნებით;
  • ღუმელში შემწვარი ქათმის ხორცი  300გრ;
  • კაიენის წიწაკა  მწიკვი;

მომზადების წესი:

გავფხიკოთ სტაფილო, გავარჩიოთ ხახვი, ვაშლი გავთალოთ, ნიახურის ძირი გავფხიკოთ და გავრეცხოთ ეს ინგრედიენტები. წვრილად დავკეპოთ. ქვაბში გავაცხელოთ ზეთი, ჩავყაროთ კარრი, 30 წმ დავაყოვნოთ. დავამატოთ დაჭრილი ბოსტნეული, მოვხრაკოთ, ვურიოთ პერიოდულად. დავასხათ ქოქოსის რძე და ბულიონი. ჩავყაროთ კოჭა, გარეცხილი ოსპი, მარილი. ავადუღოთ. საშუალო ცეცხლზე ვადუღოთ 15 წთ. დავამატოთ ქათმის ხორცი და ლაიმის წვენი. მზა წვნიანს დავამატოთ პილპილი, დაჭრილი ქინძი. გემრიელად მიირთვით! გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები.

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო