ქათმის ტერინი

ნაზი, არომატული, გემრიელი კერძია. ქათმის ტერინი კარგი იდეაა მსუბუქი ვახშმისათვის. დამზადების დრო: 1 სთ 15 წთ.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე  600გრ;
  • კვერცხი  1ც;
  • ნაღები  100მლ;
  • ბოსტნეული  250-300გრ;(მწვანე ბულგარული წიწაკა, სიმინდის და მწვანე ბარდის კონსერვი);
  • ზეთი  1ს/კ;
  • ნიორი  2კბილი;
  • მარილი, შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ფილე და დიდ ნაჭრებად დავჭრათ. გავარჩიოთ, გავრეცხოთ ნიორი. ჩავდოთ ორივე ბლენდერის კონტეინერში და დავაქუცმაცოთ. დავამატოთ მარილი, პილპილი, კვერცხი, ნაღები და კიდევ დავაბლენდეროთ. საცხობ ფორმაში ჩავაფინოთ ფოლგა, წავუსვათ ცხიმი და ნახევარი ფარში დავდოთ, გადავანაწილოთ თანაბრად. ზემოდან დავაწყოთ დაჭრილი ბულგარული, სიმინდი და ბარდა. შევდგათ 180 გარდუსზე გახურებულ ღუმელში 60 წთ. ქათმის ტერინი მზადაა! დავჭრათ და გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო