ქათმის წვნიანი კოტლეტები

მართლაც ნაზი და წვნიანი გამოდის, რასაც  ხახვი განაპირობებს. ასე რომ, ფილეთი მომზადებული კოტლეტები სულაც არ იქნება მშრალი! დამზადების დრო: 35 წთ.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე  800გრ;
  • ხახვი  2თ;
  • კვერცხი  1ც;
  • მარილი, პილპილი, მწვანილი  გემოვნებით;
  • ზეთი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავარჩიოთ ხახვი გავრეცხოთ და დავაქუცმაცოთ (დავაბლენდეროთ ან ხორცსაკეპში გავატაროთ). გავრეცხოთ და შევაშროთ ფილე. გავატაროთ, შევურიოთ ხახვი. ჩავახალოთ კვერცხი, გარეცხილი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, მარილი, პილპილი, კარგად გადავურიოთ. გავყოთ 6-8 ნაწილად, მივცეთ კოტლეტის ან მრგვალი ფორმა და შევწვათ ზეთში. ქათმის წვნიანი კოტლეტები სასურველ საწებელთან ერთად გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო