ქერის ბურღულის ფლავი სოკოთი

ქერის ბურღულის ფლავი სოკოთი სასარგებლო და გემრიელია. სამარხვო კერძია. სწრაფად და მარტივად მზადდება, კარგი იდეაა ვახშმისათვის. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ქერის ბურღული  70გრ;
  • ქამა სოკო  250-300გრ;
  • ხახვი  50გრ;
  • სტაფილო  70გრ;
  • ნიორი  10გრ;
  • ზეთი  2ს/კ;
  • წყალი  500მლ;
  • მარილი, შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ყველა ინგრედიენტი. ხახვი კუბიკებად დავჭრათ, სტაფილო ღერებად. ქერის ბურღულს დავასხათ წყალი და 45 წთ ვხარშოთ. სოკო საშუალო ზომის ნაჭრებად დავჭრათ. ტაფაში გავაცხელოთ ზეთი და ბოსტნეული მოვშუშოთ 10 წთ, ვურიოთ. დავამატოთ ბურღული, დანაყილი ნიორი, მარილი, პილპილი. ამოვურიოთ, ტაფას თავზე დავაფაროთ და დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ 10-15 წთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო