ყაბაყი ნივრის სოუსში ზამთრისათვის

გემრიელი, ნივრის არომატით გაჯერებული ყაბაყის მარინადი გამოდის. სწრაფად მზადდება. ზამთარში გარნირთან ერთად შესანიშნავი ვახშამია! დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ყაბაყი  2კგ;
  • ნიორი  2თ;
  • მარილი  1ს/კ;
  • შაქარი  0,5ჭ;
  • ზეთი  100გრ;
  • ძმარი 9%-იანი  100მლ;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ და გავთალოთ ყაბაყი. დავარჩიოთ ნიორი და გავრეცხოთ. ყაბაყი საშუალო ზომის კუბიკებად დავჭრათ და ჯამში ჩავაწყოთ. დავამატოთ დაჭყლეტილი ნიორი, დავაყაროთ შაქარი, მარილი, დავასხათ ზეთი, ძმარი, კარგად ამოვურიოთ და 30 წთ დავაყოვნოთ.შემდეგ ჩავაწყოთ მშრალ ქილაში, დავასხათ მდუღარე წყალი, დავაფაროთ თავსახური და გავასტერილოთ 20 წთ. შემდეგ მოვხუფოთ, ქილა ამოვაბრუნოთ და ასე გავაცივოთ. ყაბაყი ნივრის სოუსში ზამთრისათვის გრილ, ბნელ, მშრალ ადგილას შევინახოთ. გემრიელად მიირთვით!

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო