ყაბაყი პომიდვრით ზამთრისათვის

უგემრიელესი მჟავე გამოდის. სასურველ გარნირთან ერთად სადილის და ვახშმის კარგი იდეაა. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • პომიდორი  2,5კგ;
  • ყაბაყი  1,200კგ;
  • ნიორი  6კბილი;
  • ხახვი  6თ;
  • წითელი ბულგარული წიწაკა  5ც;
  • მწვანილი  200გრ;
  • შავი პილპილის კაკალი  20ც;
  • დაფნის ფოთოლი  6ც;
  • მიხაკი  6ც;
  • ძმარი  6ს/კ;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ბოსტნეული. მწვანილი წვრილად დავჭრათ, დანარჩენი ინგრედიენტები კი საშუალო ზომის ნაჭრებად. გასტერილიზებულ ქილაში ჯერ მწვანილი ჩავაწყოთ, შემდეგ დაჭრილი ბოსტნეული და ზემოდან ისევ მწვანილი დავადოთ. ავადუღოთ ძმარი მიხაკით, დაფნითა და შავი პილპილით. დავასხათ ქილას და მოვხუფოთ. ასე მარტივად მზადდება ყაბაყი პომიდვრით ზამთრისათვის. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო