ყაბაყის ხრაშუნა მჟავე

ყაბაყის ხრაშუნა მჟავე საუცხოო, გემრიელი და არომატული გამოდის.ადვილად მზადდება, ნაკლებმარილიანი მჟავეა, ამიტომ მასში ვიტამინების უმრავლესობა შენარჩუნებულია. სურვილისამებრ, შეგიძლიათ მიირთვათ კარტოფილთან, პასტასთან, ხორცთან ერთად. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • ყაბაყი  2ც’
  • ხახვი  1თ;
  • ნიორი  1-2კბილი;
  • კამა  1ს/კ (წვრილად დაჭრილი);
  • დიჟონის მდოგვი  1ჩ/კ;
  • მარილი  10გრ (500გრ ყაბაყზე);
  • შაქარი  1-2მწიკვი;
  • წიწაკა  ჩილი  2-3 მწიკვი;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ყაბაყი. ხახვი და ნიორი გავრჩიოთ და გავრეცხოთ, კამაც გავრეცხოთ და წვრილად დავჭრათ. ყაბაყი თხელ ნაჭრებად დავჭრათ და მშრალ ცელოფანში მოვათავსოთ. ნიორი წვრილად დავჭრათ, ხახვი ალყა-ალყა. დავამატოთ ყაბაყს, მარილი, შაქარი, ჩილი და მდოგვიც დავამატოთ. ცელოფანი შევკრათ, შევანჯღრიოთ და მაცივარში შევდოთ 15-20წთ. ყაბაყის ხრაშუნა მჟავე მზადაა! გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო