ყაბაყის მარინადი

ეს კერძი ადვილად და სწრაფად მზადდება. იმდენად გემრიელია, წამიერად ქრება სუფრიდან. ძალიან უხდება სოიოს სოუსი. დამზადების დრო: 3 სთ.

ინგრედიენტები:

  • ყაბაყი  300გრ;
  • მარილი  გემოვნებით;
  • სოიოს სოუსი  1ს/კ;
  • ლიმონის წვენი  1ს/კ;
  • თაფლი  2ს/კ;
  • ვაშლის ძმარი  1ს/კ;
  • ნიორი  2კბილი;
  • წითელი დაფქული წიწაკა  1ჩ/კ;
  • ზეითუნის ზეთი  1ს/კ;

ოხრახუში  1კონა;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ყაბაყი და თხელ მოგრძო ფირფიტებად დავჭრათ. გავარჩიოთ ნიორი, გავრეცხოთ და თხლად დავჭრათ. სოიოს სოუსს დავამატოთ ძმარი, ზეთი, ლიმონის წვენი, თაფლი, წიწაკა, მარილი, ამოვურიოთ და დავასხათ ყაბაყს. დავამატოთ ოხრახუში, თავზე დავაფაროთ და შევდგათ მაცივარში 2,5-3 სთ. ყაბაყის მარინადი მზადაა დასაგემოვნებლად! გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო