ყაბაყის რულეტი

ნაზი, მსუბუქი, წვნიანი რულეტია. მარტივად მზადდება. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ყაბაყი  2ც;
  • კვერცხი  3ც;
  • ფქვილი 1ჭ;
  • გამაფხვიერებელი  1ჩ/კ;
  • სტაფილო  1-2ც;
  • ბულგარული წიწაკა  1ც (ფერი სურვილისამებრ);
  • ხახვი  1-2თ;
  • პომიდორი  1ც;
  • მაგარი სახეობის ყველი  50გრ;
  • ხაჭო  100გრ;
  • მწვანილი, ზეთი, მარილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ყაბაყი და კანიანად გავხეხოთ, გავწუროთ და გადავიტანოთ ჯამში. გავარჩიოთ 1თ ხახვი, გავრეცხოთ, გავხეხოთ, დავამატოთ ყაბაყს. ასევე დავამატოთ კვერცხის გულები, ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი, გარეცხილი, წვრილად დაჭრილი კამა და გადავურიოთ. ცალკე ავთქვიფოთ ცილა მარილთან ერთად და დავამატოთ. საცხობ ფორმას დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი, ზეთი წავუსვათ და ეს მასა დავდოთ. შვდგათ 200 გრადუსზე ღუმელში და გამოვაცხოთ 30 წთ. მოვამზადოთ გულსართი: ხახვი გავარჩიოთ, სტაფილო გავფხიკოთ, ბულგარულს თესლები და ყუნწი მოვაცილოთ, ყველაფერი გავრეცხოთ პომიდორთან ერთად. სტაფილო გავხეხოთ, დანარჩენი ბოსტნეული დავჭრათ. მოვხრაკოთ ზეთში, დავამატოთ მარილი, პილპილი,  ავურიოთ. როცა გაცივდება, დავამატოთ გახეხილი ყველი, ხაჭო, გარეცხილი, წვრილად დაჭრილი კამა ან ნებისმიერი მწვანილი და გადავურიოთ. დავადოთთ ეს მასა ყაბაყის ფირფიტას და გადავახვიოთ. ყაბაყის რულეტი ერთი ზომის ნაჭრებად დავჭრათ და გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო