ყურძნის მარმელადი

ყურძნის ნატურალური წვენით მზადდება. ძალიან გემრიელი, სასარგებლო და არომატული დესერტია. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ყურძენი  500გრ;
  • შაქარი  3-4ს/კ;
  • ჟელატინი  20გრ;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ყურძენი. დავმარცვლოთ. ჩავყაროთ ქვაბში, დავდგათ ცეხლზე, დავჭყლიტოთ მარცვლები, 3-5 წთ ვადუღოთ. შემდეგ ეს მასა გავხრისოთ. გამოვა ყურძნის წვენი რბილობით, დაახლ. 350-400მლ. დავამატოთ ჟელატინი და შაქარი. ამოვურიოთ, დავაყოვნოთ 10 წთ. დავდგათ ცეცხლზე და შევათბოთ 70-80 გრადუსამდე, თან განუწყვეტლივ ვურიოთ. ეს მასა გადავანაწილოთ ფორმებში, შევდგათ მაცივარში 30 წთ. შემდეგ ამოვიღოთ ყურძნის მარმელადი სილიკონის ფორმებიდან და დავაწყოთ ლანგარზე. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო